პარლამენტის თავმჯდომარემ ბორჯღალოსნებს რუსეთის ეროვნულ ნაკრებზე გამარჯვება მიულოცა. შესაბამისი შეტყობინება არჩილ თალაკვაძემ Facebook-ზე გამოქვეყნდა.
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა თბილისში, მიხეილ მესხის სტადიონზე, რაგბი ევროპის ჩემპიონატის დასკვნით შეხვედრაში, რუსი მოწინააღმდეგეები დაამარცხა. შეხვედრა ანგარიშით 16:7 დასრულდა.