სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილმა TV პირველის ეთერში ისაუბრა მამა გიორგის მამალაძეზე და მასთან დაკავშირებულ საქმიანობებზე.
მისი თქმით, მამალაძე კრიმინალია და ის თანამზრახველებთან ერთად არაკეთილსინდისიერად ითვისებდა ეკლესიისათვის შემოწირულ თანხებს.
„მამა გიორგი მამალაძე არის კრიმინალი. მამალაძეს და მის თანამზრახველებს საპატრიარქოში გაუჩნდათ საფრთხე გავლენის დაკარგვის, მათ ჰქონდათ ფინანსებთან წვდომა. აქ საუბარია შემოწირულობებზე, რომელიც ადრესატამდე არ მიდიოდა.მათ ჰქონდათ არხები, საიდანაც შოულობდნენ ფულს, ერთ-ერთი არხი იყო შემდეგი:
მათ მიჰქონდათ პატრიარქის ნდობით აღჭურვილ პირებთან ეს შემოწირულობები, მაგრამ ის ადამიანი ვისაც მიჰქონდა ხომ რა დაიწყებდა გადამოწმებას. ხშირ შემთხვევაში ოხანაშვილს მიჰქონდა თანხა ადრესატამდე.
ამის პრევენცია შეეძლოთ იმ ადამიანებს, რომლებიც იქ იყვნენ, ესენია ქორეპისკოპოსები და სხვა ადამიანები.
როდესაც მაგალითად მახათას მთაზე ეკლესიის მშენებლობისთვის შეიძლებოდა, რომელიმე ბიზნესმენს თანხა შეეწირა იქ ამის კონტროლი შეეძლო იმ ჯგუფს, რომელიც ადგილზე იყო. მაგრამ ამ ჯგუფის ჩამოშორება თუ მოხდებოდა შესაბამისად, კონტროლი აღარ არის და შეგიძლია მაგალითად 100 ათასიდან 50 ათასი დაიტოვო. ისინი არ დაიწყებდნენ ამის გადამოწმებას პატრიარქთან, მაგრამ ამის პრევენცია შეეძლოთ გაეკეთებინათ ჭინჭარაულს, ქორეპისკოპოსს, ბოტკოველს და შორენა თეთრუაშვილსაც.
ერთხელ სცადეს მათ ბიუჯეტის თანხების მიტაცებაც. როდესაც დაიწვა სამების ახალგაზრდული ცენტრი დაიწვა თუ დაწვეს ამაზე თავს ვერ დავდებ, მაშინ გააკეთეს მამალაძემ, დაცვის სამსახურმა და არც თუ ისე კარგი რეპუტაციის სასულიერო პირები იყვნენ ჩართულნი. მათ გააკეთეს ხარჯთაღრიცხვა და 3 600 000 მოითხოვეს ბიუჯეტიდან დახმარების სახით, რადგან ახალგაზრდული ცენტრი აღდგენილიყო, ჩვენ გამოვიკვლიეთ და იქ ჩასატარებული სამუშაოს კვლევა. ჩვენ თვითონ ვაწარმოეთ. აღმოჩნდა, რომ რეაბილიტაციისთვის მილიონ ლარამდეც არ იყო საჭირო.
ეს თანხა მიდიოდა მათი ახლობლის კომპანიაში საიდანაც 1 მილიონს დახარჯავდნენ ხოლო დანარჩენი თვითონ უნდა დარჩენოდათ სოსო ოხანაშვილი და გიორგი მამალაძე.
ეს ინფორმაცია მივაწოდეთ საპატრიარქოს, რომ იგეგმებოდა ამ ტიპის გარიგება“- განაცხადა სუს-ის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა.