პარტია „გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერის ზურაბ ჯაფარიძის მიერ გახსნილ ბარში „ჯაფარასთან“ შრომის ინსპექციის წარმომადგენლები მივიდნენ.
13 თებერვლის გაფრთხილების მიუხედავად, ზურა ჯაფარიძემ ბარი დღესაც გახსნა.
„მოსულები არიან, ჯერ განმარტება არ გაუკეთებიათ. თუ დალუქავენ ბარს, ავხსნი ლუქებს, მაგრამ არ მგონია დალუქვაზე მივიდეს საქმე“, - აცხადებს ჯაფარიძე.
ინფორმაციისთვის „გირჩი მეტი თავისუფლების“ დამაარსებელმა ზურაბ გირჩი ჯაფარიძემ დაუმორჩილებლობის ნიშნად, აღმაშენებლის გამზირზე ბარი "ჯაფარასთან" გახსნა.ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას შეზღუდვების გაუქმებისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ბარი ღამის საათებშიც იმუშავებს.
ჯაფარიძემ 13 თებერვალს განაცხადა, რომ ის 2000 ლარით დააჯარიმეს და განმეორების შემთხვევაში, მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღიძრება.