საქართველოში მმართველი პარტია ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ აღარ იყოს სახელმწიფო გადატრიალება, სახელმწიფო ამბოხი რეპრესიები – ამის შესახებ რუსეთის დუმის დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა “ტვპირველთან” ინტერვიუში განაცხადა.
„ჩვენ მზად ვართ მხარი დავუჭიროთ ქართველი ხალხის თავისუფალ არჩევანს, მისი დამოუკიდებელობისა და სუვერენიტეტის სასარგებლოდ. ამჟამინდელი ოპოზიციისა და გადატრიალებაში მონაწილეების ერთ-ერთი მიზანია მაქსიმალურად გაართულონ საქართველოს ურთიერთობა, ეკონომიკურ, სულიერ და კულტურულ საკითხებში მის შესაძლო პარტნიორებთან, მოახდინონ საქართველოს მაქსიმალური დისკრედიტაცია და მოწყვიტონ ის მეგობრებისგან. ის სიცურე, რომელიც იღვრება მაშინდელი მოვლენების ინტერპრეტირებისას ბატონი მელიას მიერ, რომელსაც მე არ ვიცნობ, ადასტურებს, რომ სიცრუის ხარჯზე ცდილობენ შელახონ საქართველოს იმიჯი მისი მეზობლების თვალში.“, – განაცხადა სერგეი გავრილოვმა „ტვ პირველთან“ ინტერვიუში.