14 წლის გარდაცვლილი მოზარდის დედის ბრალდებებს სულიკო ცეცხლაძე პასუხობს. გარდაცვლილი გოგოს ძმა უარყოფს, რომ ბაბუა და ბიძები მის დაზე ძალადობდნენ.
"დედასა და ბაბუას კონფლიქტის მიზეზი იყო დედის მიერ ჩემზე და დებზე განხორციელებული ძალადობა. ბავშვობაში დედა ჩვენზე ძალადობდა. თავზე რაც იარები მაქვს დედის მიყენებულია და თმას ვერ ვიპარსავ. ნინის ფაქტის შემდეგ არ უძალადია გოგოზე არც ბაბუას და არც ბიძებს". – განუცხადა ჟურნალისტებს გარდაცვლილი გოგოს ძმამ.
ოჯახის არასრულწლოვანი წევრის მიმართ ჩადენილი მუქარისა და ძალადობის ბრალდებით 14 წლის მოზარდის ბაბუის დაკავებას გარდაცვლილი გოგონას დედა ცოტა ხნის წინ გამოეხმაურა და თქვა, რომ ბაბუასთან ერთად, ბიძების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას მოითხოვს.