რა შეხვედრა ჰქონდა საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერ გიგი უგულავასთან? – ამ საკითხზე სააკაშვილმა “ფორმულას” ეთერში ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის და უგულავა ძველი მეგობრები არიან.
“არაფერი, ჩვეულებრივი შეხვედრა გვქონდა. მე და გიგი [უგულავა] ძველი მეგობრები ვართ და მოვიდა ჩემთან სახლში. გიგიმ ბევრი გადაიტანა უსამართლო პატიმრობის სახით. მიუხედავად იმისა, რომ წინა წლებში ბევრ რაღაცაში ვერ ვთანხმდებოდით, მე ნამდვილად არ ვკარგავ არც ურთიერთობებს და არც დამოკიდებულებებს.
რაც შეეხება პარტიულ პოლიტიკას, ეს აბსოლუტურად მეასე ხარისხოვანია. მინდა დავადასტურო, რასაც ბაქრაძე ამბობს, რომ ძალა არის ერთობაში და ყველა ადამიანის ინდივიდუალურ კავშირში. პარტიების მნიშვნელობა არის იქ, სადაც არის არჩევნები. თუ შეამჩნიეთ საქართველოში არჩევნები გაუქმდა და რას ვიყოფთ?” – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.