ბრიტანეთის დედოფლის მეუღლე, ედინბურგის ჰერცოგი ფილიპი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ბრიტანული მედიის ინფორმაციით, ჰერცოგი ფილიპი საავადმყოფოში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც თავი შეუძლოდ იგრძნო.
ბაკინგემის სასახლეში აცხადებენ, რომ ჰერცოგის ჰოსპიტალიზაციის გადაწყვეტილება ექიმების რჩევით მიიღეს. ჰერცოგი ფილიპი საავადმყოფოში რამდენიმე დღეს გაატარებს.
როგორც სააგენტო Reuters-ი იუწყება, ედინბურგის ჰერცოგი საავადმყოფოში ჩვეულებრივი მანქანით გადაიყვანეს და მას საავადმყოფოს შენობაში შესასვლელად დახმარება არ დასჭირებია.