ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკრეტული პარტიის ოფისთან არავინ არ არის მობილიზებული”.
ამის შესახებ პრიკურორმა მიხეილ სარდაძემ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატის მიერ სასამართლო პროცესზე გაჟღერებული ინფორმაციის საპასუხოდ განაცხადა.
“ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კონკრეტული პარტიის ოფისთან არავინ არ არის მობილიზებული. გადაჭრით არ შეიძლება ამის თქმა, რომ კონკრეტული პარტიის ოფისთან მობილიზებული პოლიცილები, როცა ეს ასე არ არის. ჩემი ინფორმაციით ასეა და სხვა ობიექტური მოცემულობა არ არის. სამწუხაროდ, დაცვის პოზიცია, ყოველთვის გადის კონკრეტული ინსტიტუტებისა და კანონისადმი უპატივცემულობაზე და ამის ნათელი დემონსტრაცია ნამდვილად არის” -განაცხადა პროკურორმა.
“მოსამართლეს გადაწყვეტილება არ გამოუტანია და “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან სპეცრაზმია მობილიზებული, იმდენ პატივსაც არ სცემენ სასამართლოს რომ სახე შეუნარჩუნონ. ნამდვილად არ ვუსურვებდი ჩემ თავს და ჩემ მეგობრებს, ისეთ მდგომარეობაში აღმოვჩენილიყავით, როგორშიც თქვენ ხართ. ბატონო, მოსამართლე, იმდენი პატივიც არ გცეს, რომ გადაწყვეტილებას ფორმალურად მაინც დალოდებოდნენ” -განაცხადა ნიკა მელიას ადვოკატმა გიორგი კონდახიშვილმა.