აქ სპეცრაზმის შემოყვანა იმაზე უარესს ნიშნავს, რაც 26 მაისს მოხდა, – ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ნაციონალური მოძრაობის” ოფისში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც ოპოზიციის ლიდერები არიან შეკრებილები.
მან იმედი გამოთქვა, რომ ან გაუგებრობას აქვს ადგილი ან ძალების მობილიზება შეშინების მიზნით კეთდება.
“იმედი მაქვს, რომ ძალების მობილიზება ან შეშინებისთვის არის გაკეთებული, ან რაღაც გაუგებრობას აქვს ადგილი. ახლა აქ სპეცრაზმის შემოყვანა იმაზე უარესს ნიშნავს, რაც 26 მაისს მოხდა. იმიტომ, რომ დახურულ სივრცეში იმაზე მეტი საშიშროება იქნება, ვიდრე თუნდაც რუსთაველზე, რომელსაც ალყა დაარტყეს. ღმერთმა ნუ ქანას, რომ ამ ხელისუფლებამ ასეთი სისულელელ გააკეთოს, თორემ ისე ჩამოიშლებიან, რომ თავისივე ნანგრევებში მოყვებიან, მაგრამ ყველაზე ცუდი ის იქნება, რომ ეს ძალიან ცუდ შედეგებს გამოიწვევს ქვეყანაში”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
შეგახსენებთ, ვრცელდება კადრები, სადაც სპეცრაზმის მობილიზება შეინიშნება, თუმცა ზუსტი ინფორმაცია ამ საკითხზე არ არსებობს. შსს-ს ამ თემაზე კომენტარი ან განმარტება ამ დრომდე არ გაუკეთებია.