სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიება დაუმძიმა და პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა ახლახანს გამოაცხადა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით, მოსამართლემ აღკვეთის ღონისძიების შეცვლის შესახებ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა
პროცესს თავად ბრალდებული არ ესწრებოდა. იგი მოსამართლის გადაწყვეტილებას „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ელოდებოდა.
ოფისში ნიკა მელიას მხარდასაჭერად ოპოზიციური პარტიების ლიდერები და „ნაცმოძრაობის“ მხარდამჭერები იმყოფებიან.