"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, გიორგი ბარამიძის განცხადებით, ის რომ დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი იყოს ნიკა მელიას იმ დღესვე დაიჭერდა, როდესაც სამაჯური მოიხსნა, - ამის შესახებ მან "აჭარის ტელევიზიის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, სამი თვის განმავლობაში პირველი ნოემბრიდან არაფერი არ გააკეთეს. იმიტომ, რომ არ აწყობდა.
"მყისიერად დავიჭერდი. რაც არ გააკეთა ამ ხელისუფლებამ. სამი თვის განმავლობაში პირველი ნოემბრიდან არაფერი არ გააკეთეს, იმიტომ, რომ არ აწყობდა. მანამდე არ აწყობდა და არ აკეთებდნენ. ახლა რაღაც გადაწყვეტილება მიიღეს პოლიტიკური და ახლა გაახსენდათ სამი თვის შემდეგ? მე რომ ვყოფილიყავი შინაგან საქმეთა მინისტრი იმ დღესვე დავიჭერდი. რადგან არ დაიჭირეს იმავე დღეს, ან მეორე დღეს და სამი თვე ამას არ აკეთებდნენ, ნათელია რატომ, პოლიტიკური მიზნით", - განაცხადა გიორგი ბარამიძემ.