საზღვარგარეთ ყოფნისას, როდესაც ძალიან მოგენატრებათ ჩაქაფული, მაგრამ ტყემალი არ გაქვთ, გახსოვდეთ რომ მისი ჩანაცვლება ლიმონის წვენითაც შეგიძლიათ.
გიზიარებთ დეტალურ რეცეპტს, რომელიც თამუნა რაზმაძეს ეკუთვნის:
დაჭერით ხბოს ხორცი, მწვანილი: მწვანე ხახვი, ოხრახუში, ქინძი, ტარხუნა. დაჭრილი მწვანილი აურიეთ ერთმანეთში.
ქვაბში ძირზე ფენებად დააწყეთ: მწვანილი, ხორცი, მწვანილი, ხორცი, მწვანილი. ასევე, 2 კბილი ნიორი. მწარე მწვანე წიწაკა ( არ დაჭრათ, მთლიანი ჩააგდეთ ), მოაყარეთ მარილი. დაასხით 1 ჭიქა თეთრი ღვინო, 1 ჭიქა წყალი, მიასხით ლიმონის წვენი და დადგით გაზქურაზე. ვინაიდან ხორცი ხბოსია, მალე მოიხარშება და მთელ სახლში სასწაული სურნელი დატრიალდება.
წყარო: gemrielia.ge