საქართველოს ეროვნული ნაკრები ფინეთის გუნდთან დამარცხდა. ამ მატჩით ნაკრებმა ევრობასკეტ 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი დაასრულა. ტურნირის დაწყებამდე ცნობილი იყო, რომ ილიას ზუროსის გაწვრთნილ საქართველოს ევრობასკეტის საგზური მისი მასპინძლობის გამო მოპოვებული ჰქონდა.
მატჩის პირველი ნახევარი ფინელების გამარჯვებით დასრულდა, თუმცა ქართველმა კალათბურთელებმა მესამე მეოთხედი ანგარიშით 27-8 მოიგეს. მაგრამ ბოლო მეოთხედში სტუმრებმა უპირატესობა დაიბრუნეს მატჩი ანგარიშით 70-78 დასრულდა.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ძირითად შემადგენლობაში ცვლილებები განახორციელა. პირველი იძულებით: ტრავმირებული კონერ ფრენკამპი ვერ ითამაშებს. 12-კაციან განაცხადში 2 უკანახაზელი ჩაჯდა - ლუკა ზაქრაძე და კახა ჯინჭარაძე.