აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო განცხადებას Fაცებოოკ-ზე ავრცელებს.
მათი თქმით, ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.
"აშშ-ის საელჩო გმობს ჟურნალისტ ვახო სანაიასა და მის ოჯახზე თავდასხმას. ჟურნალისტებზე თავდასხმები მიუღებელია და მათთან შეგუება დაუშვებელია.
მოვუწოდებთ ხელისუფლებას, აღნიშნულ საქმესთან ერთად, სრულად გამოიძიონ ჟურნალისტებზე ძალადობის სხვა გაუხსნელი საქმეები", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ სამი ადამიანი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფებმა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად, ფიზიკურად იძალადეს ჟურნალისტსა და მისი მეუღლის ნათესავზე. შემთხვევა დღეს წყნეთის ქუჩაზე მოხდა. გამოძიება ჯგუფური ძალადობის მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.