პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეთა ნაწილმა მთავრობის ადმინისტრაციასთან გადაინაცვლა.
ოპოზიციონერი ლიდერების განცხადებით, თავიანთ მოთხოვნებს ისინი იმ შენობასთან გააჟღერებენ, სადაც პრემიერ-მინისტრი და მთავრობის კაბინეტის წარმომადგენლები იმყოფებიან.
ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები.
ოპოზიციამ საპროტესტო აქციების გეგმა წარადგინა.