„ნიკა მელიას დაპატიმრებით, ფაქტობრივად „ქართულმა ოცნებამ“ მოახდინა ასოცირების ხელშეკრულების დეზავუირება. ახლა ქართულ ოცნებას აქვს არჩევანი, ან კვლავ მოაწეროს ხელი ასოცირების შეთანხმებას და კვლავ დავბრუნდეთ ევროპის ნაწილად ან საბოლოოდ უარი თქვას ევროპაზე”, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენელმა ნიკა ობოლაძემ “ტვ პირველთან” განაცხადა.
“თუ 20 ტრილიონი ეკონომიკის მქონე ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აქ ჩამოდის და გვეუბნება რომ კრიზისი უნდა დაიძლიოს, კრიზის რომლის კულმინაციაც იყო ნიკა მელიას დაჭერა, ანუ გეუბნება ამას, რომ ნიკა მელია ციხიდან უნდა გამოვიდეს და ფაქტობრივად ეს კაცი გვეუბნება იმას, რომ თავდებში უდგება ნიკა მელიას და „ქართული ოცნების“ მხრიდან იქნება, არა, იცი რა მელია ვერ გამოვა იმიტომ რომ 10 000 ევრო აქვს გადასახდელი და სახელმწიფო უსაფრთხოებას უზრუნველყოფს ეს ათიათასი ევრო, მაშინ გამოდის რომ ისინი ამბობენ ევროპაზე უარს.
„ნაციონალური მოძრაობა“ მზად არის იყოს აბსოლუტურად კონსტრუქციული, მიიღოს მონაწილეობა მოლაპარაკებებში და მიაღწიოს შეთანხმებას.
კომპრომისი ნიკა მელიას შემთხვევაში იცით რა უნდა იყოს? ნიკა მელია იქ რომ არ უნდა იჯდეს, ხომ ვიცით? მეორეჯერ თქვა პროკურატურამ, ათიათასი ევრო გადაიხადოს და გამოუშვებთო, ანუ მის ქცევასთან არ აქვთ პრობლემა.
40 ათასი ლარი არის, ამ ქვეყნის ბედს რომ წყვეტს? მელია გამოვიდეს და ჩვენ დავიწყებთ საუბარს ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე და კრიზისი დაიძლევა ასე”, – განაცხადა ირაკლი ობოლაძემ.
შეგახსენებთ, 2021 წლის 28 თებერვალს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით ჩამოვიდა. 1 მარტს შარლ მიშელის ინიციატივით ოპოზიცისა და ირაკლი ღარიბაშვილის შეხვედრა შეხდგა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა უმასპინძლა.