უარესი მდგომარეობაა, ვიდრე იყო წუხელ, - ამის შესახებ ახალციხეში კოვიდზე აცრილი ექთნის ბიძამ, ტარიელ ბაქრაძემ „მაესტროს“ განუცხადა.
„მიგვანიშნეს, რომ მდგომარეობა აღარ გამოსწორდება, ჩვენ ასე გავიგეთ. ლევან რატიანთან ვიყავით კაბინეტში, პირდაპირ არ უთქვამს, რომ დაიღუპა, მაგრამ რეფლექსები, რაც აქვს, ამ წუთას არის ცუდის მანიშნებელი“, - აცხადებს 27 წლის ექთნის ბიძა.
ახალციხეში კოვიდზე აცრილ ექთანს მძიმე გვერდითი რეაქცია განუვითარდა.საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია 2021 წლის 15 მარტიდან დაიწყო. ევროპის წამლის სააგენტოს ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ AstraZeneca-ს ვაქცინა უსაფრთხო და ეფექტური არჩევანია. ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში „ასტრაზენეკათი“ ვაქცინაცია გაგრძელდება.