„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე ოპოზიციის მიერ დაანონსებულ საპროტესტო აქციების ჩატარებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მათი პროტესტის არავის ეშინია.
„მათი საპროტესტო აქციების არავის ეშინია. მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანია თითოეული, თუნდაც მათი მხარდამჭერის აზრი. მათი პროტესტის ნამდვილად არავის ეშინია. შეუძლებელია, პროტესტმა უზრუნველყოს, რომ სახელმწიფოებრიობას და სამართლიანობას დაუპირისპირდეს“, - აცხადებს მდინარაძე.„დღეიდან ოპოზიცია გადადის მუშაობის საგანგებო რეჟიმზე, რაც ითვალისწინებს იმას, რომ ჩვენ ჩავალთ ყველა ქალაქში, ყველა სოფელში, შევალთ ყველა ოჯახში და კიდევ ერთხელ დავარწმუნებთ ჩვენ მოსახლეობას, რომ ამ ბრძოლას ნამდვილად აქვს აზრი, ვინაიდან ჩვენს უკან არის სიმართლე.
ამ პერიოდის განმავლობაში გაიმართება არაერთი აქცია როგორც თბილისში, ისე რეგიონებში, თუმცა ბოლოს ჩვენ შევიკრიბებით აქ რუსთაველის გამზირზე. ეს მოხდება 15 მაისს“, - აცხადებს ზაალ უდუმაშვილი.