მე მჯერა ვაქცინების, რომლებიც სასწაულებს ახდენენ, – ამის შესახებ Microsoft-ის დამფუძნებელმა, მილიარდერმა ბილ გეითსმა Reddit-ის პლატფორმაზე მომხმარებლების მიერ დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა.
“მე უდანაშაულო ვარ! 5G-ის და მიკროჩიპების შესახებ ყველაფერი საკმაოდ გიჟურად ჟღერს. რატომ უნდა მინდოდეს ამის გაკეთება?
მე მჯერა ვაქცინების, რომლებიც სასწაულებს ახდენენ.
ჩემი 2015 Ted talk, სამწუხაროდ, მხოლოდ პანდემიის შემდეგ ნახეს.
იმედი მაქვს, რომ ჩემს 2010 წლის გამოსვლას იმაზე ადრე ნახავენ, ვიდრე ეს პრობლემა უფრო გაუარესდება”, – განაცხადა ბილ გეითსმა.