გადაწყვეტილი ჰქონიათ, რომ პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ, ეს ინიციატივა ასე უნდა წავიკითხოთ, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ “რუსთავი 2”-ის ეთერში საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, გამოდის, რომ იმედი აქვთ, ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია შევა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება განხორციელდება
“ეტყობა რაღაცას გვიმალავენ. რას ნიშნავს საკონსტიტუციო ცვლლებების ინიცირება ისე, რომ ეს ოპოზიციასთან შეთანხმებული არ არის. მას სჭირდება ოპოზიციის მხარდაჭერა და სულ მცირე 17 დეპუტატი უნდა იყოს ოპოზიციური ფლანგდან. 17 არის ის რაოდენობა, ვინც ოპოზიციაში არიან გარდა “ნაცმოძრაობისა” და რომლებიც დღეს არ აპირებენ პარლამენტში შესვლას. მაშინ მათ გადაწყვეტილი ჰქონიათ, რომ პოლიტპატიმრებს გამოუშვებენ, ასე უნდა წავიკითხოთ ეს ინიციატივა, და იმედი აქვთ, რომ ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ რიგგარეშე არჩევნებთან დაკავშირებით, რომ ოპოზიცია შევა და საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება განხორციელდება.
ჯერ ერთი დელიკატურობს ამბავია, როდესაც მოლაპარაკება მიმდნარეობს და იქნებ 2% შესთავაზა ოპოზიციამ?! ჩვენ დავუჭერთ ისეთ ინიციატივას მხარს, რომელიც ოპოზიციის უმეტესობის ინტერესების გამომხატველი იქნება”, – განაცხადა რომან გოცირძემ.