„ცენტრპოინტის“ დაუსრულებელი შენობების დემონტაჟი ან, რამდენიმე ობიექტზე, მშენებლობა დაწყებულია. პარლალურად, თბილისის მთავრობა ინვესტორებთან მოლაპარაკებებსაც მართავს. „ცენტრპოინტის“ 6 500 დაზარალებულიდან კი, საპროცესო შეთანხმებას ხელს არცერთი აწერს. ისინი ამ საქმეზე მსჯავრდებულების ვადამდე გათავისუფლებას მხარს არ უჭერენ.რუსუდან კერვალიშვილს რამდენიმე დღეში გაათავისუფლებენ. მას სასჯელის ვადა ეწურება.
„ცენტრპოინტის“ ერთ-ერთი დამფუძნებელი და მეშვიდე მოწვევის პარლამენტის წევრი ციხეს, სასჯელის ბოლო დღეს დატოვებს. 4-წლიანი თავისუფლების აღკვეთა რუსუდან კერვალიშვილისთვის 30 მარტს იწურება. დასთან ერთად, ციხის დატოვების შესაძლებლობა მაია რჩეულიშვილსაც ჰქონდა, თუმცა ადვოკატი მარიამ ცუცქირიძე ამბობს, რომ მთავარი სიტყვა დაზარალებულებმა თქვეს და რჩეულიშვილის გათავისუფლებაზე ხელი არავინ მოაწერა.