აშშ-ში მოღვაწე ექიმი, მარინა გვახარია საქართველოში მიმდინარე ვაქცინაციის პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება.„დღეს ისეთები გავიგე საქართველოში მედპერსონალის აცრებზე, საერთოდ ვერ ვხვდები მასობრივი ხასიათი როგორ უნდა მიიღოს კამპანიამ ამ სიტუაციაში.
მაგალითად, ართრიტისთვის სტეროიდს ვინც იღებს, გააბრუნეს. ფილერებიანი სასტავი დაფრთხა. კოვიდგადატანილები თვლიან, რომ აცრიის წინ ანტისხეულები უნდა შეიმოწმონ. აქეთ კოვიდგადაუხდელები დაფრთხნენ, ვაი თუ გადატანილი გვაქვს უსიმპტომოდ და ანტისხეულები ჩვენც უნდა გავიზომოთო. მოკლედ, ინდივიდუალიზმი და უვიცობა ბაბანებს. ასაცრელად მისული ექიმები ისე დააფრთხეს, რომ გამობრუნდნენ.
პირველ ორ დღეში რომ 5 000 მედპერსონალი დარეგისტრირდა მხოლოდ, ცხადი იყო საით მიდის ეს ყველაფერი. ამას ექთნის ტრაგედია და ქოცების ქოცობა დაემატა, et voila…
დიდი მადლობა ექსპერტ კოლეგებს, რომლებიც არ იღლებიან, არც ცერცვი უთავდებათ და არც მარგალიტი და ცდილობენ საღი აზრის და მტიცებულებითი მედიცინის პროპაგანდით ხელი შეუწყონ ვაქცინაციას საქართველოში. მოგნიშნეთ, ვისაც სულ გხედავთ.დარწმუნებული ვარ, მეტნი ხართ. ყველას მადლობა!
როგორც კი გაიხსნა ჩვენი კატეგორიისთვის, მთელი განყოფილება დავარეგისტრირე და პირველი ავიცერი. პირადი მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია“,- წერს მარინა გვახარია.