ოპოზიციური პარტიები „15 მაისის შტაბს” ქმნიან. ამის შესახებ „ერთიანი საქართველოს“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ ოპოზიციის ლიდერების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრის სერგო ჩიხლაძის განმარტებით, 15 მაისამდე პოლიტიკოსები რეგიონებში ჩავლენ და მოსახლეობაში ოპოზიციის მიმართ ნდობის გამყარებისთვის იმუშავებენ.
„რაც შეეხება15 მაისს, დეტალურად ვიმსჯელეთ გეგმაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩამოყალიბდება „15 მაისის შტაბი“. ლიდერები გადავინაწილებთ რეგიონებს, სასურველია სხვადასხვა პარტიების წარმომადგენლები ვიყოთ ერთად და შევხვდეთ ადამიანებს, მეტი მოტივაცია მივცეთ მათ, კიდევ უფრო დავარწმუნოთ, რომ ოპოზიცია არ აპირებს უკან დახევას.„15 მაისამდე იგეგმება მოსახლეობაში გასვლა. პარტიები შეხვდებიან თავიანთ ამომრჩევლებს. ვინ რა ფორმას აირჩევს ეს ინდივიდუალურია. ერთმანეთთან კოორდინაციაში ვიქნებით და ისე ვიმოქმედებთ“, - აღნიშნა სერგო ჩიხლაძემ ჟურნალისტებთან.
მისივე თქმით, შეხვედრაზე ასევე იყო მსჯელობა პარლამენტში მანდატების გაუქმების შესახებ ახალი განცხადების შეტანასთან დაკავშირებით, თუმცა გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის.