ვაჟა-ფშაველაზე ავარია მოხდა. ინფორმაციას შსს-ში ადასტურებენ.
როგორც შსს-ში განცხადეს, შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა. ისინი გადაყვანილნი არიან სამედიცინო დაწესებულებაში.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს. შსს მუხლის ნაწილს არ ასახელებს.