“სტაბილურ მაჩვენებელს ვინარჩუნებთ, მკვეთრი მატება არ გვაქვს. საბედნიეროდ, დღევანდელი მდგომარეობა არ უნდა შევაფასოთ, როგორც მესამე ტალღად”, – ამის შესახებ იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა და იაშვილის სახელობის ბავშვთა საავადმყოფოს დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ „მთავარის“ პრესკლუბში განაცხადა.
ივანე ჩხაიძემ საზოგადოებას აღდგომის პერიოდში ეკლესიასა და სასაფლეოებზე გასვლისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
“აღდგომის პერიოდში მაქსიმალურად თავი უნდა შევიკავოთ, იმ თავყრილობებისგან სასაფლაო იქნება ეს, თუ ეკლესია, რაც ალბათ, ინფიცირებულთა რიცხვს გაზრდის. აღდგომის პერიოდში ჩვენი რეკომენდაცია იქნება, საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილებს, ეკლესიას, სასაფლაოს მაქსიმალურად თავი ავარიდოთ“, – განაცხადა ჩხაიძემ.