სადაც უნდა მივიდე, ძალაუნებურად საუბარი ტრაგედიასთან მიდის, რასთანაც დაკავშირებული ვარ, – ამის შესახებ ტელეწამყვანმა მაია ასათიანმა გადაცემაში „ნოესთან“ ისაუბრა.
მაია ასათიანმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მისი საავტორო წიგნი სიცოცხლესთან ასოცირდება.
“როგორც ამბობენ, ჩემი ყველაზე მტკივნეული, ყველაზე ტრაგიკული დღე როცა გამოვიდა ჩემგან, ცოტა გათავისუფლება მომცა, თუმცა, ამის დაწერა ემოციურად რთული იყო. კომპლექსი მაქვს, ვასოცირდები სიკვდილთან და ეს ძალიან არ მომწონს. სადაც უნდა მივიდე, ძალაუნებურად საუბარი ტრაგედიასთან მიდის, რასთანაც დაკავშირებული ვარ.
ასეთ დროს ნებისმიერი აზრი დამთრგუნავია – დადებითიც და უარყოფითიც. მაგრამ წიგნი სიცოცხლეზეა, გადარჩენაზეა, წიგნი იმაზეა, რომ ერთხელ შეიძლება მოკვდე და მერე ადგე და იცოცხლო, ამიტომ ჰქვია, „სიცოცხლე 25-ჯერ წამში“.– თქვა ასათიანმა.
მან იმ ემოციებზეც ისაუბრა, რომელიც წლების შემდეგ “იმედის” ტელევიზიაში მისვლით განიცადა.
“ჩვენ, ძველი თაობის იმედელებს გვაკავშირებს ერთი მოგონება და წლები დამჭირდა, რომ აი, ეს ხმა და კადრი, ბოლის, ტყვიების ზუზუნის, კივილის და წივილის ამომშლოდა. ამიტომ ლუბლიანას ქუჩიდან არ მოვსულვარ. ახლაც მქონდა ეს განცდა, მაგრამ არა ისე მძაფრად. მახსენება განწირული ადამიანების კივილი და რა თქმა უნდა, 7 ნოემბერი.
მახსენდება ჩემი ყოფილი ქმარი, იმიტომ რომ ის აქ მუშაობს ახლა. დროება მახსენდება, ჩემი კარიერის ყველაზე მსუყე, გამოწვევებით სავსე პერიოდი, როდესაც ექსპერიმენტებს ვატარებდი”.- ამბობს ასათიანი.