ძალიან რთული იქნება ის გზა, რომელიც უნდა გაიაროს პარტიამ განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ლიდერები გამოგვაკლდნენ, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმე არის შეუცვლელი, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე გიგი წერეთელმა განაცხადა.
„ყველას შეცვლა შეიძლება, სკეპტიციზმი შეიძლება არსებობდეს, თუმცა არსებობდა სკეპტიციზმი იმასთან დაკავშირებით, რაც შეცდომებიც იყო მანამდე. როდესაც პარტიის ყოფილი ლიდერები კრიტიკულად ხედავენ მომავალს, ასევე უნდა აანალიზებდნენ, თავად რა შეეშალათ. თუ უფრო ზუსტად გვეტყვიან, რა შეეშალათ თავად და ამაშიც ჩაერთვებიან, უფრო მადლობელი ვიქნებით“ - განაცხადა გიგი წერეთელმა.
„ევროპულ საქართველოს“ ახალი ხელმძღვანელები ჰყავს. პარტიის ყრილობაზე თავმჯდომარედ გიგა ბოკერია, გენერალურ მდივნად კი აკაკი ბობოხიძე აირჩიეს.
მანამდე ცნობილი გახდა, რომ პარტია ყოფილმა თავმჯდომარემ, დავით ბაქრაძემ, გენერალურმა მდივანმა, გიგი უგულავამ, გოკა გაბაშვილმა და გივი თარგამაძემ დატოვეს. რამდენიმე თვის წინ „ევროპული საქართველო“ კიდევ ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ დატოვა.