„ოპოზიცია არა და ვერ უნდა ცხოვრობდეს მუდმივად იმ რეჟიმში, რომ ვისხდეთ და ველოდოთ რას მოიფიქრებს „ქართული ოცნება,“- ამის შესახებ მოძრაობა „დროას“ დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებთან დაკავშირებით განაცხადა.
ხოშტარიას თქმით, იმისთვის რომ ქვეყანა კრიზისიდან გამოვიდეს პოლიტპატიმრები უნდა გათავისუფლდნენ.
„კრიზისიდან თუ ვერ ვნახეთ რეალური გამოსავალი, თავის მოტყუებას არავინ აპირებს, ამისთვის აუცილებელია პოლიტპატიმრების გიორგი რურუას და ნიკა მელიას გამოშვება, პოლიტიკური დევნის აღმოფხვრა და არჩევნებამდე მისვლა.როგორ მივალთ, რა გზით და რა ფორმით გამოუშვებენ ეს ყველაფერი შეიძლება მსჯელობის საგანი იყოს, თუმცა აქამდე „ქართული ოცნებისგან“ სერიოზული მიდგომა ამაზე არ გვინახავს, ამიტომ მე პირდაპირ გეტყვით, რომ ჩვენგან მზაობა ყოველ წუთს არის, მათგან კი სიგნალები არ არის.
ოპოზიცია არა და ვერ უნდა ცხოვრობდეს მუდმივად იმ რეჟიმში, რომ ვისხდეთ და ველოდოთ რას მოიფიქრებს „ქართული ოცნება“. ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩეველთან კომუნიკაცია“, - განაცხადა ხოშტარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
შეგახსენებთ, რომ მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის ევროპული საბჭოს სპეციალური წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის მედიატორობით მიმდინარე მოლაპარაკება შეთანხმების გარეშე დასრულდა.