“გიგას არჩევით ამომრჩეველი ვეღარ ნახავს პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს, ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, დაიცავს მას და ჩემთვის ეს გადამწყვეტია”.ამის შესახებ “ტაბულას” დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი გიგა ბოკერიას „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ არჩევასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში Facebook წერს:
„გიგა „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გახდა.
2018 წლიდან, „ევროპულ საქართველოს“ თანმიმდევრულობის და საკუთარი სიტყვის პატივისცემის პრობლემა აქვს – იმდენად, რომ მეც კი მიჭირდა ლიდერშიფის ნდობა.
2020 წელს, კამპანიაში, ჩემი თვალით ვნახე მძიმე პრობლემები მენეჯმენტში – მართვაში.
დარწმუნებული ვარ, რომ გიგას არჩევით პირველი საკითხი უკვე გადაწყვეტილია – ამ პარტიიდან ურთიერთგამომრიცხავ მოქმედებებს ამომრჩეველი ვეღარ ნახავს – ლიდერი სიტყვას რომ იტყვის, სიტყვას დაიცავს და ჩემთვის ეს გადამწყვეტია.
რაც შეეხება მართვას – ესეც მოგვარდება, გამართული ბექოფისი შეიქმნება, სისტემური გადატვირთვა მოხდება და პარტია ქვემოდან ზემოთ პრინციპით აეწყობა.
ჩვენი მხარდამჭერები უპირველეს ყოვლისა! ახლა მათი კარგად გაცნობის და დაფასების დროა – სჯობს გვიან, ვიდრე უფრო გვიან. მოკლედ, საინტერესო პროცესი იწყება და მიხარია“, – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.
პარტია „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია აირჩიეს. ამის შესახებ გადაწყვეტილება პარტიის ყრილობაზე დღეს მიიღეს.