მერწმუნეთ ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
„ჩინეთის მიზანია აცრას მოსახლეობის 40% (520 მილიონი ადამიანი) ივნისის ბოლომდე და 64% (780 მილიონი ადამიანი) წლის ბოლომდე.
უფასო ქათმის ფრთები, უფასო კვერცხები, სუპერმარკეტების ვაუჩერები და ფულადი პრიზები – ეს არის სტიმული, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და ბიზნესი იყენებს, რათა დაარწმუნონ მოსახლეობა ვაქცინაციის ჩატარებაში“ – წერს ვოშინგტონ პოსტი 5 აპრილის სტატიაში.
მგონი დადგა დრო ჩვენი ახლანდელი და წინა ხელისუფლების წინასაარჩევნო მოსყიდვის გამოცდილება გაერთიანდეს და ვაქცინაციის წარმატებით განხორციელებაში მაინც გამოვიყენოთ.
მერწმუნეთ ზოგიერთი პარტიის შემოხაზვაზე უფრო უსაფრთხოა ვაქცინაცია“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.