მსახიობ ნინუცა მაყაშვილის სკანდალური ინტერვიუს შემდეგ, სადაც ის ყოფილი მეუღლის, ბესო ზანგურის მხრიდან ძალადობაზე საუბრობს, ნინუცას და, რუსკა მაყაშვილი "ფეისბუქში" პოსტს აქვეყნებს.
"ძალიან ძალიან დიდი დრო დასჭირდა თუმცა მთავარია, რომ შეძლო ამაზე საუბარი, არ აქვს მნიშვნელობა რამდენი დროა გასული, ოდესმე როცა მზად იქნებით უნდა თქვათ, უნდა ამოიღოთ ხმა!
ყველა შენთან ერთად ვართ შენ გვერდით, ყოჩაღ!
P.S ნუ გიკვირთ რომ მოძალადეებსაც ყავთ მხარდამჭერები! ისინიც მოძალადეები არიან! " - წერს რუსკა მაყაშვილი.