ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე „ნამახვანჰესის“ მშენებლობის მოწინააღმდეგეთა აქცია გრძელდება.
როგორც აქციის ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა, მონაწილეები ღამეს ცენტრალურ მოედანზე გაათენებენ. მისი თქმით, საორგანიზაციო დეტალები საპატრულო პოლიციასთან უკვე შეათანხმეს. გოლეთიანმა აქციის მონაწილეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
აქციიის მონაწილეები ხვალ 08:00 საათზე მსვლელობით კვლავ გუმათისკენ გაემართებიან.
ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ხელისუფლება მათ მოთხოვნებს თუ არ გაითვალისწინებს, ისინი ქვეყნის ყველა რეგიონის პიკეტირებას მოახდენენ.