„ნამახვანჰესის“ ავტორები და ინიციატორები ჩადენილი ქმედებებისთვის სასტიკად აგებენ პასუხს სამართლისა და ერის წინაშე, - ამის შესახებ „ლეიბორისტულ პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
„რეჟიმის შეცვლისთანავე, რაც ძალიან მალე მოხდება, საქართველოში საერთოდ, სამუდამოდ აიკრძალება მეგა და გიგანტური ჰესების მშენებლობა, ხოლო „ნამახვანჰესის“ ავტორები და ინიციატორები ჩადენილი ქმედებებისთვის სასტიკად აგებენ პასუხს სამართლისა და ერის წინაშე“, - განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.
ადგილობრივი მოსახლეობა უკვე 5 თვეა „ნამახვანჰესის“ მშენებლობას ეწინააღმდეგება და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს მართავს.