ველით საქართველოს პარლამენტში ოპოზიციასთან ნაყოფიერ თანამშრომლობას, - ასე მიმართა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მყოფ ელჩებს, ოპოზიციისა და მმართველი გუნდის წარმომადგენლებს, სადაც ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის დოკუმენტზე „საქართველოს წინსვლის გზა" ხელმოწერის ცერემონია მიმდინარეობს და რომელსაც დისტანციურ რეჟიმში ესწრება ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი.
„დღეს მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი დღეა, რომელიც საქართველოს დემოკრატიის გაძლიერებას უკავშირდება. მნიშვნელოვანი განმარტებები მოვისმინეთ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა პატიმრების საქმეები, 43%-იანი ნდობის ზღვრის გამოყენება, ასევე, 2/3-იანი კვორუმის პრინციპები. მადლობა მედიაციისთვის პრეზიდენტ მიშელს, აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს და რაც მთავარია, მადლობა ჩვენს თანამოქალაქეებს, რომლებიც მოთმინებით ადევნებდნენ თვალს ამ თვეების განმავლობაში საკმაოდ დაძაბულ პოლიტიკურ მოლაპარაკებებს. ველით ნაყოფიერ თანამშრომლობას ოპოზიციასთან საქართველოს პარლამენტში“ - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.