“მთელ ჩემ ცხოვრებას მივუძღვნი, რომ გამხილოთ”, – ასე მიმართა “ევროპული საქართველოს” გენერალურმა მდივანმა აკაკი ბობოხიძემ “ლელოს” წევრ ანა ნაცვლიშვილსა და “რესპუბლიკური პარტიის” თავმჯდომარეს ხათუნა სამნიძეს გადაცემა “რეაქციაში”.
მან ანა ნაცვლიშვილს მიმართა, რომ ვერ იტყვის, რომ დავალება შეასრულა.
ხათუნა სამნიძის კითხვაზე – “მე შევასრულე ბიძინა ივანიშვილის დავალება?” – აკაკი ბობოხიძე ასე პასუხობს:
“თქვენ არ ვიცი, გიორგი ვაშაძემ არ ვიცი”, – აღნიშნა ბობოხიძემ.
რაზეც სამნიძე მიმართავს: “არ გრცხვენია? რა უნდა გელაპარაკო”
ბობოხიძე კი პასუხობს, რომ “არ სრცხვენია. “ლელო” არ გაყვა ელისაშვილს, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში კბილებით გვეჭირა ვითარება, რომ “ლელო” არ დაგეთანხმებინათ იმაზე, რაზეც საბოლოოდ მაინც დაითანხმეთ”.
ხათუნა სამნიძის ასუხი კი ასეთია: “ვიყავით სიტუაციაში, როდესაც ოპოზიცია იყო ერთიანი, მაგრამ აზრთა სხვადასხვაობა იყო. ეს არის ჯანსაღი პროცესი. იმიტომ, რომ ასე მივდიოდით სხვადასხვა კომპრომისულ ვერსიებთან”, – განაცხადა ხათუნა სამნიძემ.