
ამ დღესთან დაკავშირებით მაიკლ დუგლასმა სოციალურ ქსელში ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ის ოჯახის წევრებთან ერთად არის გადაღებული: „დაბადების დღეს გილოცავთ ენ, გვიყვარხარ“, – წერს დუგლასი და დედასთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, სადაც ასევე არიან კეტრინ ზეტა-ჯონსი და დუგლასის შვილები.
ენ დუგლასი ლეგენდარულ მსახიობზე, კერკ დუგლასზე 1954 წლიდან იყო დაქორწინებული. შეგახსენებთ, რომ კერკ დუგლასი 2020 წელს გარდაიცვალა.