სასულიერო პირებს შორის დაპირისპირება სალხინოს ტაძრის ეზოში ბზობის დღესასწაულზე მოხდა.
როგორც ცნობილია, დაპირისპირება ადგილობრივი ბიზნესმენის, კლიმენტი კეკუტიას გამოჩენას მოჰყვა. სასულიერო პირების განცხადებით, კლიმენტი კეკუტია 23 აპრილს მომხდარი ინციდენტის დროს, უშვერი სიტყვებით მოიხსენიებდა ყოფილ მიტროპოლიტსა და მის მხარდამჭერებს. ამიტომ მას ტაძარში შესვლის უფლება არ აქვს.