დიდი ჭყონის პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ, მამა ანანია კალანდია სალხინოში, ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის ეზოში მივიდა.
„ადგილზე იმიტომ მივედი, რომ მეთხოვა კიდევ ერთხელ მეუფისთვის, ტერიტორია დაეტოვებინა კეკუტიას, კრიმინალად წოდებულ ბანდის უფროსს. კეკუტიას, რომელმაც უკვე მესამედ გამომიწვია და სიკვდილამდე მიმიყვანა. ვთხოვ მთლიანად საპატრიარქოს, ვიდრე არ იქნება სისხლისღვრა, სტეფანე მოაშოროს ჭყონდიდის ეპარქიას.
იმ მომენტში, როცა ხელი დამარტყეს, თავის არეში მივიღე ტრავმა. შეიძლება, გადამიყვანონ ქუთაისში. ცუდად ვგრძნობ თავს, გამოვედი პოლიციიდან რომ მივიღო წამლები“, – განაცხადა მამა ანანია კალანდიამ.