პოლიტიკოსი ნინო გოგუაძე აცხადებს, რომ ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის გაფორმებული ხელშეკრულება დაპირისპირებას არ დაასრულებს და ამიტომ აქვს მის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება.
ეს განცხადება გოგუაძემ გადაცემა “რეაქციაში” განაცხადა და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს სიძულვილით მართვა ანგრევს სახელმწიფოებრიობასა და საზოგადოებას.
“ეს ხელისუფლება სიძულვილით მართავს ქვეყანას. შეთანხმებაზეც ვიტყვი, რატომაც მაქვს კრიტიკული დამოკიდებულება. იმიტომ, რომ არ დასრულდება შურისძიებით ადამიანების დაგეშვა. სიძულვილის სხვადასხვა კერებით ამ სახელმწიფოს მართვა და ამაში ჩვენი საზოგადოების ჩაძირვა, რაც ანგრევს სახელმწიფოს და ანგრევს საზოგადოებას. ეს შეთანხმება არ იქნება ამ დაპირისპირების დასასრული, რომელიც ასეთად “მოინათლა”, – განაცხადა ნინო გოგუაძემ.
მანვე ჟურნალისტ ვახო სანაიას სოლიდარობა გამოუცხადა და თქვა, რომ მის წინააღმდეგ “აი ია”-ს კამპანიაში ხელისუფლების კვალს ხედავს.