ოპოზიციამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს ყოველგვარი შიდა დაპირისპირება, - ამის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას ოპოზიციონერმა დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„ნიკა მელია რაც შეიძლება სწრაფად უნდ გამოვიდეს საპატიმროდან და გათავისუფლდეს. ამის შემდეგ, ოპოზიციამ რაც შეიძლება სწრაფად უნდა დაასრულოს ყოველგვარი შიდა დაპირისპირება და ერთობლივად ვიმსჯელოთ რა არის ჩვენი ამოცანებისთვის რა არის სწორი სტრატეგია და ტაქტიკა. ჩვენი ამოცანა კი არის ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის დამარცხება“, - განაცხადა სამადაშვილმა.
ოპოზიციისთვის, შესაძლოა, 2021 წლის თვითმმართველობის არჩევნები გაყოფისა და დაპირისპირების მიზეზი გახდეს. ამას ადასტურებს გიორგი ვაშაძის განცხადებაც. „ადგილობრივ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატისთვის მხარდაჭერა „მარცხის ფორმულა“ იქნება“, - ამბობს „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი.