სტიქია იყო კახეთში - საგარეჯოსა და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში მოსულმა სეტყვამ ვენახები დააზიანა.
როგორც ცნობილია, ორივე მუნიციპალიტეტში 3 სოფელი დაისეტყვა - განადგურდა სახნავ-სათესი ფართობები და საკარმიდამო ნაკვეთები.
კახეთის გუბერნატორის, ირაკლი შიოშვილის ინფორმაციით, მიღებული ზარალის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ამ დროისათვის უცნობია.