მერობის კანდიდატზე საუბარი ჩვენი ინიციატივით არ დაგვიწყია, 1 კვირაა ჟურნალისტები გვეკითხებიან, – ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად თვითმმართველობის არჩევნებზე საუბარი. ეს ჩვენი ინიციატივით არ მომხდარა, მაგრამ მთელი კვირაა ჟურნალისტები გვეკითხებიან, დავუჭერდით თუ არა მხარს, “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატს. არ ვიცი, საიდან მოდის ეს, რომ ახლა უნდა განვაცხადოთ და ახლა არის ამის დრო. ნამდვილად გიდასტურებთ, რომ ახლა არ არის ამის დრო.
ჩვენი აზრით ეს კითხვები იმან განაპირობა, რომ შესაძლოა გარკვეული ინტერესები არსებობდეს, რომ პატირმობაში მყოფი ადამიანის ირგვლივ კონსოლიდირება ახლავე მოხდეს. ნიკა მელიას საკრიტიკო არაფერი გვაქვს, მაგრამ რაც შეეხება საარჩევნო ტაქტიკას, ამაზე მართლა გვაქვს განსხვავებული მოსაზრება და მზად ვართ გავუზიაროთ პარტნიორებს ოპოზიციიდან”, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.
შეგახსენებთ, დღეს 30 აპრილს “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ თქვა, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ მერობის კანდიდატის მხარდაჭერა მარცხის ფორმულაა.