ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა ჯგუფი მუშაობს კორონავირუსის ვაქცინების უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესაფასებლად. ვაქცინების მწარმოებლები და საზოგადოება მათი ავტორიზაციის მოლოდინშია.
საქართველოში კი განსაკუთრებით "სინოფარმის" მიმართ არის ინტერესი, ვინაიდან ის უკვე ჩვენს ქვეყანაში შემოტანილია და საზოგადოების გარკვეული ნაწილი აცრის გასაკეთებლად დარეგისტრირებულია. ჯანმო-ს აღნიშნული ვაქცინის შესახებ დასკვნა გუშინ უნდა გამოექვეყნებინა, თუმცა ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღიათ და ექსპერტები კვლავ მუშაობენ.დღეს, 30 აპრილს განცხადება გააკეთა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის დირექტორის თანაშემწემ, მარჯიელა სიმაომ, რომელმაც განაცხადა, რომ ექსპერტები ამ ეტაპზე სამი ვაქცინის შეფასებაზე მუშაობენ. ესენია "სინოფარმის", "სინოვაკისა" და "მოდერნას" ვაქცინები.
როგორც მარჯიელამ საგანგებო ბრიფინგზე აღნიშნა, ვაქცინების საბოლოო შეფასებას დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი მომდევნო კვირის ბოლოსთვის შეძლებს.