რასაც ადრე ვაკეთებდი სიხარულით, დიდი გოზინაყი, ეს და ის, ახლა შემრცხვა ამის გაკეთება. ცოტა შეჭირვებულად გავაკეთე, – ამის შესახებ მსახიობმა ასმათ ტყაბლაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.
“რომ გითხრათ, რომ ისეთი გაჭირვებული ვარ, ასე არ არის, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით – რასაც ვაკეთებდი ადრე დიდი სიხარულით, დიდი გოზინაყი, აბა ეს და ის, ახლა შემრცხვა ამის გაკეთება. რომც შემძლებოდა კიდევაც. ცოტა შეჭირვებულად გავაკეთე. იმიტომ, რომ ვიცი რა დღეშიც არის ხალხი ჩემს გარშემო.
ახლა არ მაქვს შემოსავალი. პენსიაა ჩემი შემოსავალი. მაქვს ორი ბარი, ორივე დაკეტილი, მაგრამ კარგად მოდის წყლის გადასახადი ცოტა თუ მოუშვი. კარგად მოდის გაზის გადასახადი, ცოტა თუ ჩავრთე რაღაცა. კარგად მოდის დენის გადასახადი, იმიტომ რომ კამერებია ჩართული და საჭიროა ეს. 51%-ით მოიმატა წყლის გადასახადმა. მე მგონი ჩვენ მთავრობას დაავიწყდა, რომ მთავრობაა. დაავიწყდა, რომ ხალხისთვის უნდა იფიქროს. ხელფასები რომ არ დაჰკლებიათ თვითონ, ეს ვისგან მოდის? ჩვენ რომ გადასაადებს ვიხდით, იმის გამოა ეს. განსაკურებით კი მეწარმეები. ახლა კიდევ დაგვიმატეს რაღაცა ჰასპი, რაღაცებს იგონებენ. მე უნდა მივიტანო წყალი და შემიმოწმონ, რა მიმაქვს, იცის იმან?!” – განაცხადა ასმათ ტყაბლაძემ.