ოპოზიცია, ვინც ხელი მოაწერა შეთანხმებას, არის მტკიცე და თანმიმდევრული საკუთარ არჩევანში, - ამის შესახებ „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ „ქრონიკას“ განუცხადა.
„ოპოზიცია, ვინც ხელი მოაწერა ამ შეთანხმებას, არის მტკიცე და თანმიმდევრული საკუთარ არჩევანში და ფიქრობს ამ ქვეყნის მომავალზე. ჩვენ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ, რითაც ამ ქვეყნის ევროატლანტიკურ არჩევანს ხაზი კიდევ ერთხელ გავუსვით და ამ მიმართულებით ნაბიჯი მტკიცედ გადავდგით“, - განაცხადა სამნიძემ.
ამნისტიის შესახებ კანონპროექტი, საარჩევნო და სასამართლო რეფორმები, საკონსტიტუციო პროექტი - პარლამენტს დატვირთული დღის წესრიგი აქვს. უკვე მომავალი კვირიდან, შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელმომწერი პოლიტიკოსები საპარლამენტო საქმიანობაში ჩართვას გეგმავენ. ცნობილია, რომ საარჩევნო პროექტზე სამუშაო ჯგუფის წევრები 10 მაისს შეიკრიბებიან.
ამნისტიის შესახებ, მმართველი გუნდის კანონპროექტი ცნობილი ცოტა ხნის წინ გახდა. რა წერია დოკუმენტში, დეტალურად იხილეთ ამ ბმულზე.