თუ შვებულებამდე ბავშვებისთვის აგარაკზე ასვლა კიდევ უფრო მიმზიდველი გინდათ გახადოთ, ისეთი რამ უნდა შესთავაზოთ, რაც ყველაზე მეტად გაახარებთ.
მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე პატარებისთვის გაჯეტები ყველაზე საყვარელი გასართობია, არსებობს კიდევ ერთი საყვარელი საქმიანობა, რომელზეც უარს ვერ ამბობენ. ეს წყალში ჭყუმპალაობა და ცურვაა. ყველაზე კარგად ბავშვები სწორედ აუზში ატარებენ დროს, გრილდებიან, თან კაჟდებიან, უკეთესადაც იკვებებიან და ამით ყველა მხარე ნასიამოვნები რჩება. აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ გასაბერი აუზი ერთდროულად ბევრ პრობლემას აგვარებს, მისი ყიდვა კი უკვე ძალიან მარტივად, ონლაინაც შესაძლებელია.
როგორ შევიძინოთ აუზი ონლაინ?
ბაზარზე არსებულ ყველა სახის, ფორმისა და დიზაინის აუზებს ონლაინ მაღაზია liloshop.ge აერთიანებს. წარმოუდგენელია, აქ ვერ იპოვოთ ისეთი კრიტერიუმების მქონე გასაბერი აუზი, რომელიც თქვენ და თქვენს შვილებს დაუვიწყარ ზაფხულს აჩუქებს.
საიტის მარტივი ინტერფეისი იძლევა საშუალებას, კატეგორიების მიხედვით გაფილტროთ მახასიათებლები და იპოვოთ ზუსტად თქვენს გემოვნებაზე მორგებული აუზი, დაამატოთ კალათში და ერთი წკაპის მეშვეობით გახადოთ თქვენი. liloshop.ge-ზე გადახდა შეგიძლიათ როგორც ბარათით, ასევე ხელზე, ნაღდი ანგარიშსწორებით. შეძენილი ნივთი თუ 50 ლარს აღემატება, თბილისში კურიერი უფასოდ მოგიტანთ.
როგორ აუზებს გვთავაზობს liloshop.ge?
როგორც აღინიშნა, liloshop.ge გასაბერი აუზების ფართო არჩევანს გვთავაზობს. შერჩევის დროს, რაც პირველ რიგში უნდა გაითვალისწინოთ ბავშვის ასაკია, შემდეგ უნდა გაამახვილოთ ყურადღება ფორმაზე, დიზაინზე და სხვა დეტალებზე. 3 წლამდე ასაკის პატარებისთვის შედარებით მცირე დიამეტრის მქონე, ფერად და მოსახერხებელ აუზს გირჩევთ, 4-9 წლის ბავშვებისთვის განკუთვნილია გასაბერი, შედარებით მაღალი და დიდი დიამეტრის აუზები, ასევე მათთვის საუკეთესო გასართობი აკვაპარკები და წყლის გასართობი ცენტრებია, რომელიც აღჭურვილია წყლის სასრიალოებით, ატრაქციონებით, შეზლონგებით.
მოზარდებისთვის კარკასულ აუზს მიანიჭეთ უპირატესობა, რომელიც გამოირჩევა მყარი სტრუქტურით და კომფორტულია თინეიჯერებისთვის. არ ყირავდება, არ იბრიცება, აქვს ხისტი ძირი, დამზადებულია უჟანგავი ფოლადით და ფრთხილად მოხმარების შემთხვევაში, რამდენიმე წელიწადი მოგემსახურებათ.
ფასების თვალსაზრისი liloshop.ge საუკეთესო ინტერნეტმაღაზიაა, რადგან აქ აუზის ყიდვა შესაძლებელია 40 ლარიდან 3500 ლარამდე. რაც უფრო იზრდება აუზის ზომა ფასებიც შესაბამისად მაღლა ადის, თუ კარკასულ აუზებს არ ჩავთვლით, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ 80-300 ლარში საუკეთესო გასაბერ აუზს შეიძენთ თქვენი შვილებისთვის.