ჩემთვის ეს პარალემნტი არალეგიტიმურად რჩება, შესვლას არც კი განვიხილავ, – ამის შესახებ საზოგადოებრივი მოძრაობა “დროას” დამფუძნებელმა ელენე ხოშტარიამ “მთავარი არხის” ეთერში განაცხადა.
“ჩემი არშესვლის მიზეზი ორი იყო. ერთი ის, რომ დიახ, არაეთიკურია სხვა პარტიის მანდატით სარგებლობა მისი დატოვების შემდეგ და მეორეა ის, რომ მე არ მჯერა ამ არჩევნების. ჩემთვის ეს პარლამენტი რჩება არალეგიტიმურად და მე არ მჯერა კრიზისის გადალახვის. თუმცა, არავითარ შემთხვევაში არ ვგულისხმობ იმას, რომ ვინც შევა ან მორალი ვუკითხოთ, ან რაღაცა. განსხვავებული ხედვაა. იგივე ეხება “ნაცმოძრაობასაც” არის პლუსები და მინუსები. ასე გადაწყდება თუ ისე, მე პატივს ვცემ ნებისმიერ გადაწყვეტილებას. საქმეზე გადავერთოთ. კი, რაღაცები შეიცვალა და გავიგებ შესვლის არგუმენტებს, მათსას, მე ვგულისხმობ “ნაციონალურ მოძრაობას”. ჩემს საკითხს არც კი განვიხილავ არცერთ შემთხვევაში”, – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.