"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ოპოზიციას თბილისის მერობის ერთი და ისეთი კანდიდატი უნდა ჰყავდეს, რომელიც "ქართული ოცნებას" აუცილებლად მოუგებს.
"გამარჯვების კამპანია უნდა ვაწარმოოთ. ხალხმა უნდა იწამოს, რომ გამარჯვების კამპანიაში შედის. კამპანიაში გვჭირდება მომგები კანდიდატი. მომგები კანდიდატი დაიდოს და ნიკა მელია იქნება პირველი, ვინც მხარს დაუჭერს და შტაბის უფროსადაც დავუდგები. ასეთ კანდიდატს ვეძებ მეც კი, რომ ოპოზიციას შევთავაზო.მისი თქმით, სურს ეროვნული კამპანია აწარმოოს, რაშიც თბილისის მერობის კანდიდატობა ხელს შეუშლის.
"გეტყვით, რაც მაფერხებს. მე რომ ვიყო თბილისის მერობის კანდიდატი, როგორ ჩავიდე ზუგდიდში ან ქუთაისში? ეროვნული კამპანია როგორ ვაწარმოო?", - განაცხადა ნიკა მელიამ.