ღაზას სექტორში ამ დრომდე უკიდურესად დაძაბული ვითარებაა.
aljazeera-ს ინფორმაციით, ისრაელის მიერ ღაზას სექტორში საჰაერო დარტყმის შედეგად 26 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 50 დაშავდა.
გამოცემა იუწყება, რომ სრულად არის განადგურებული ორი საცხოვრებელი კორპუსი. ამასთან, მედიასაშუალება წერს, რომ ეს ყველაზე მასშტაბური დარტყმა იყო.
გასულ კვირაში ღაზას სექტორში დაიღუპა 170-ზე მეტი პალესტინელი, მათ შორის სულ მცირე 41 ბავშვი. 1000-ზე მეტი დაიჭრა.აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ისრაელ-პალესტინის საკითხზე მოლაპარაკებას გეგმავენ.
ისრაელი-პალესტინის კონფლიქტი მას შემდეგ გამწვავდა, რაც პალესტინელებმა ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით 1600-ზე მეტი რაკეტა გაუშვეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია. ისრაელის თავდაცვითმა სისტემებმა რაკეტების 90% გაანადგურეს.