სამუშაოს მაძიებლებისთვის გირჩმა სამეფო კარზე ვაკანსიები გამოაცხადა. თანამედროვე კარზე ნაზირ-ვეზირებს ან მეჭურჭლეთუხუცესს არ ეძებენ, პარტია დეპუტატების სამ თანაშემწეს დაასაქმებს, რისთვისაც ხელფასს 1000-დან 3000 ლარამდე მიიღებენ. აპლიკანტებთან გასაუბრება კი Live-ში შედგება.
გარდა ამისა, სამეფო კარი ორ ტექნიკურ თანამშრომელს ეძებს, ესენია: “ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტი” და “მემონტაჟე-ოპერატორი.”
დაღვინებული ციფრული კომუნიკაციების სპეციალისტს იმ შემთხვევაში დაასაქმებენ, თუ აპლიკანტს დიდი და მრავალნაკადიანი ციფრული არხების მართვის გამოცდილება აქვს და მასთან ერთად ამბიცია, რომ გირჩის სამეფოს ციფრული მხარე მოაწესრიგოს და ახალ ლეველზე აიყვანოს. ამისთვის, 1 500-დან 3 000-მდე ხელფასს სთავაზობენ. დეპუტეტების თანაშემწეების შერჩევის მსგავსად, აღნიშნულ ვაკანსიაზეც გასაუბრება საჯარო იქნება.
რაც შეეხება მემონტაჟე-ოპერატორის ვაკანსიას, ამ პოზიციაზე შერჩეულ თანამშრომელს გუნდთან ერთად ვიზუალური გირჩობების მოფიქრება მოუწევს, ამისთვის კი ხელფასს 1 500-დან 3 000-მდე მიიღებს, გასაუბრება ამ შემთხვევაშიც Live რეჟიმში შედგება.